Posts

მეცხრე დღე

შევქმენით პორტფოლიო დრაივზე.დავგეგმეთ მისი წარდგენა.ვნახეთ ერთმანეთის პორტფოლიო ,შევაფასეთ და გავაკეთეთ კომენტარი. ტრენინგი ზოგადად იყო ძალიან შრომატევადი,საინტერესო  და ბევრის მომცემი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტებს ადრეც ვახორციელებდი,ბევრი ახალი და საჭირო ცოდნა მივიღე. ელექტრონული წიგნი ყველა მასწავლებლისთის არის საუკეთესო საშუალება.პროექტების დასაგეგმად და განსახორციელებლად.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს(ხათუნა ლორთქიფანიძე),რომელიც მთელი ძალისხმევით,მონდომებით, მოთმინებით და ზედმიწევნით კარგად მუშაობდა მთელი ცხრა დღე.

მერვე დღე

განვიხილეთ მოდული 7.მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის უნარების წახალისებისათვის კითხვების დასმის სტრატეგიებს გავეცანით.ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე.წარმატებული საწავლო პროექტის განსახორციელებლად  საჭირო სტრატეგიებიც განვიხილეთ და სასწავლო პროექტის რეფლექსია მიმოვიხილეთ.გამახალისებელი იყო ზუსტი ინსტრუქციების მიცემაზე პრაქტიკული სამუშაო.

დღე მეშვიდე

გამოვიყენეთ  - დაწყვილდი და გაუზიარეს მეთოდი,მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი შევუფასეთ მეწყვილეს,გავუკეთეთ კომენტარი, მივეცით რჩევები.ვიმუშავეთ ბლოგში. მოვისმინეთ სწავლების დროს  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინების შესახებ  ,მოსწავლეთა ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებისას განვიხილეთ გარდნერის თეორია,როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს გამოუმუშავდეთ თვითრეგულაცია-ვინისა და ჰედვინის თეორიებს გავეცანით.შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.ვიმუშავეთ ჯგუფებშიც.შევავსე გეგმის არკვეული ნაწილი. დღე იყო სასარგებლო.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია 

მე-6-ე დღე

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-პრეზენტაცია,რომელშიც მოსწავლეს უნდა ეჩვენებია პრობლემის არსი,გამომწვევი მიზეზები,კვლევის შედეგები,პრობლემის გადაჭრის გზები და ა. შ.გავეცანით მოსწავლის ნამუშევრის შეფასების მექანიზმებს,შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და შევაფასეთ პრეზენტაცია.დღევანდელი ტრერინგი ჩემთვის იყო ნაკლებად დამღლელი,სახალისო და ამავდროულად ბევრის მომცემი.

მეოთხე-მეხუთე დღე

ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვაძო კითხვებზე.ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების საბოლოო სახე.მოვახდინეთ შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა,განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების ფორმების გაცნობა.ჩემთვის ეს თემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მონახაზი შევქმენით პრეზენტაციის. შუქის გათიშვის გამო ვერ ავტვირთეთ რეფლექსია. შევქმენით პრეზენტაცია და ჩავაშენეთ ბლოგში.გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას, გავაკეთეთ ტესტი. გავეცანით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშს.დღე იყო საინტერესო.ძალიან ბევრი გავიგე.დაგვევალა პრეზენტაციის უკუკავშირის გაკეტება.

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია